წესები და პირობები


ვებ-გვერდის „vebi.ge“-ს მოხმარების წესები და პირობები.
1. ვებ-გვერდი მისამართით: vebi.ge წარმოადგენს შპს „ვები“-ს საკუთრებას. აღნიშნული ვებ-გვერდი შეიცავს ინფორმაციას შპს „ვები“-ს მიერ შემოთავაზებული პროექტებისა და მომსახურეობების შესახებ. შპს „ვები“ უზრუნველყოფს მის მიერ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურეობების:
1.1. რეალიზაციას.
1.2. ხარისხის უზრუნველყოფას.
1.3. შესაბამისობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.
1.4. საგარანტიო მომსახურეობას.
2. თითოეული პროდუქტისა და მომსახურეობის წესები შეგიძლია იხილოთ შესაბამის განყოფილებაში, ზოგად აღწერილობასთან ერთად.
3. შპს „ვები“ იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს მოახდინოს ვებ-გვერდის - vebi.ge ცვლილება, განახლება, საკუთარი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
4. ვებ-გვერდ vebi.ge-ს კონტენტი სრულად წარმოადგენს შპს „ვები“-ს საკუთრებას და მისი ნებისმიერი ფორმით უკანონო კოპირება-გამოყენება, გამოიწვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს შპს „ვები“-ს მხრიდან, ხოლო უკანონო გამოყენებით მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება (მათ შორის იურიდიული ხარჯები, სასამართლო ბაჟი,არბიტრაჟის ხარჯები) დაეკისრება შპს „ვები“-ს საკუთრების უკანონოდ მომპოვებელს და/ან გამომყენებელს.
5. შპს „ვები“, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდის: vebi.ge-ს ვიზიტორების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და დამუშავებას. შპს „ვები“ იტოვებს უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მის მიერ მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაცია გადასცეს მის პარტნიორ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
6. შპს „ვები“-ს საკუთრების, მათ შორის ვებ-გვერდის: vebi.ge -ს, კომპიუტერული სისტემების, კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის, სერვერული ინფრასტრუქტურის, ლიცენზიების, ინტელექტუალური საკუთრების, მატერიალური და ადამიანური რესურსების, საკომუნიკაციო ინტერნეტ-ქსელების მიმართ განხორციელებული ნებისმიერი უკანონო ან დამაზიანებელი ქმედება, რომლითაც ზიანი ადგება ან მიადგება შპს „ვები“-ს, გამოიწვევს:
6.1. შპს „ვები“-ს მხრიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული ზომების დაუყვნებლივ მიღებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს შპს „ვები“-ს საკუთრებისა და ინტერესების დაცვა.
6.2. შპს „ვები“-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს „ვები“-ს მიმართ ზემოთხსენებული უკანონო და ინტერესების დამაზიანებელ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვებას, მოპოვებას, დამუშავებას რათა, მოახდინოს საკუთარი ინტერესებისა და კანონიერი უფლებების დაცვა.
6.3. საფრთხის შესაბამისი კონტრ-ზომების მიღებას.
6.4. აღნიშნული ინფორმაციის გადაცემას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის, შესაბამისი რეაგირებისთვის.
6.5. აღნიშნული ინფორმაციის შემდგომ გამოყენებას სასამართლოში ან არბიტრაჟში, საკუთარი ინტერესებისა და კანონიერი უფლებების დასაცავად.