SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია


SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

რა არის SEO?🧐
✔️SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია)
ყველაზე ცნობილი საძიებო სისტემებია: GOOGLE , YAHOO, BING.
✔️საძიებო სისტემები აგროვებენ ინფორმაციას საიტების შესახებ,ახდენენ მათ განთავსებას გარკვეული თანმიმდევრობით საკუთარ საძიებო სისტემებში.
თანმიმდევრობა, რომლითაც საძიებო სისტემები ანთავსებენ საიტებს საკუთარ სისტემაში, განსაზღვრავს თქვენი საიტის პოზიციას აღნიშნულ საძიებო სისტემაში.
✔️კრიტერიუმები რომლითაც ხდება თქვენის საიტის შეფასება საძიებო სისტემების მიერ:
1. საიტზე განთავსებული ინფორმაციის მოცულობა და ხარისხი.
2. საიტის ხარისხი. რამდენად კარგად არის საიტი ორგანიზებული.
3. საიტის ჰოსტინგი. არის თუ არა თქვენი საიტის ჰოსტინგი(ინფრასტრუქტურა) მრავალი ვიზიტორის მისაღებად? თუ საიტზე მრავალი ვიზიტორის შემოსვლა გამოიწვევს თქვენი საიტის შენელებას, საძიებო სისტემა მას არ განათავსებს ისეთ ადგილზე რომელიც უზრუნველყოფს საიტის მომხმარებლების რაოდენობის გაზრდას.
4. საიტის უსაფრთხოება. თუ თქვენი საიტი არ არის უსაფრთხო, საძიებო სისტემა საკუთარ მომხმარებლებს არ გადაამისამართებს არასანდო საიტზე.
5. კონკურენცია კონკრეტული პოზიციის დასაკავებლად. თუ კონკურენცია დიდია თქვენი საიტი მრავალ კრიტერიუმში უნდა იყოს უკეთესი ვიდრე სხვა ანალოგიური საიტები რომლებიც ცდილობენ წამყვენი პოზიციების დაკავებას საძიებო სისტემებში.
😎 უნდა გავითვალისწინოთ რომ საძიებო სისტემები საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდებიან და საკუთარ მომხრებლებს უქმნიან მომსახურებას, რომელზეც დამოკიდებულია მათი ბიზნესი. თუ ხდება საიტის მიერ რაიმე ფორმით საძიებო სისტემის წესების დარღვევა, ასეთი საიტები გარკვეული დროით ან სამუდამოდ იბლოკებიან. ❌❌
არსებობს საძიებო სისტემებში წამყვენი ადგილების დაკავების ყველაზე მარტივი მაგრამ ძვირადღირებული გზაც - რეკლამის შესყიდვა საძიებო სისტემებისგან. რეკომენდაცია: არ გამოიყენოთ აკრძალული საშუალებები საძიებო სისტემებში წამყვენი ადგილების დასაკავებლად.👀