ფრეიმვორკი (framework)ჩარჩო,შაბლონი.


ფრეიმვორკი (framework) ჩარჩო, შაბლონი.

ვებ ფრეიმვორკი არის საიტების შესაქმნელი, ხშირად გამოყენებადი კომპონეტების და დიზაინის პრინციპების ერთობლიობა, რომელიც გვაძლევს საიტების უფრო სწრაფად დამზადების საშულებას, ვიდრე საიტის ნოლიდან შექმნა.
ფრეიმვორკები არის მრავლნაირი. ძირითადას საიტების დასამზადებელი ფრეიმვორკები განსხვავდებიან: პროგრამირების ებების,დიზაინის პრინციპების და გამოყენებული მზა კომპონენტების ბაზების მიხედვით. ყველა ფრეიმვორკის მიზანია საიტის პროგრამირების მაქსიმალური გამარტივება. ამისთვის ფრეიმვორკები იყენებენ უკვე კარგად ცნობილ და გამოცდილ პროგრამული კოდის ბაზებს.
გარკვეული მზა კომპონენტები საშუალებას გვაძლევს საიტის დამზადებისას არ შევქმნათ თავიდან ის კომპონენტები რომელიც შედის ფრეიმვორკის შემადგენლობაში. ეს კი მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს საიტის დამზადების პროცესს.
ფრეიმვორკების გამოყენება მოითხოვს გამოცდილებას. ასევე პროგრამისტი კარგად უნდა ერკვეოდეს პროგრამირების ენებში,დიზაინის პრინციპებში და იმ ტექნოლოგიებში რომელსაც ფრეიმვორკი იყენებს.
იმის გამო რომ ფრეიმვორკი წარმოადგენს უკვე წინასწარ,გარკვეული პრინციპით ორგანიზებულ სისტემას, ის არ გვაძლევს საიტების დამზადების მაქსიმალური კონტროლის საშუალებას.
რეკომენდაცია: ფრეიმვორკების გამოყენებამდე წინასწარ უნდა შეფასდეს საიტის მოთხოვნები,სამომავლო განვითარების სტრატეგია და ბიუჯეტი რომელიც გამოყოფილია საიტის დამზადება-ფუნქციონირებისთვის.