უსაფრთხოება ინტერნეტში და არამარტო. გაძლიერებული უსაფრთხოება.


უსაფრთხოება ინტერნეტში და არამარტო. გაძლიერებული უსაფრთხოება.

მიუხედავად ბაზისური უსაფრთხოების წესების დაცვისა ,თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ რთული კიბერშეტევის სამიზნე, ამიტომ,შედარებით რთული და კომპლექსური კიბერშეტევებისგან თავდასაცავად გთავაზობ რამდენიმე რჩევას, რომლეთა გათვალისწინების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი და თქვენი ბიზნესის უსაფრთხოების ხარისხი.
1️⃣. ისარგებლეთ მხოლოდ ლიცენზირებული ოპერაციული სისტემებით და პროგრამებით, რომლებიც უნდა შეიძინოთ მხოლოდ მწარმოებლებისგან ან ოფიციალური დილერებისგან.
2️⃣. გამოიყენეთ სანდო ბრენდის ანტივირუსი.
3️⃣. არ დატოვოთ უმეთვალყურეოდ კომპიუტერული ტექნიკა.
4️⃣. პერიოდულად განაახლეთ კომპიუტერული სისტემები(პროგრამები, ტექნიკა)
5️⃣.კონფიდენციალური ინფორმაციის შესანახად გამოიყენეთ სრულად,სანდო მეთოდით დაშიფრული ინფორმაციის შემნახველი წყაროები.
6️⃣. პერიოდულად ჩაატარეთ კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოების აუდიტი.
7️⃣. თქვენი კაპიტალის ნაწილი განათავსეთ ანგარიშებზე რომლებიც მიუწვდომელია დისტანციური არხების (ინტერნეტბანკი, მობაილბანკი) მეშვეობით,ანუ თქვენი, ფიზიკურად ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, აღნიშნული ანგარიშიდან არ უნდა იყოს შესაძლებელი არანაირი ფორმით თანხის გატანა ან გადარიცხვა, მათ შორის თქვენივე შიდა ანგარიშებზე.
ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მათ გამოყენებაზე თქვენს ბიზნეს საქმიანობაში.
ჩვენ მალე შემოგთავაზებთ სხვადასხვა პროდუქტებს და სერვისებს…
გისურვებთ წარმატებულ დღეს.😎