უსაფრთხოება ინტერნეტში და არა მარტო. ბაზისური უსაფრთხოება.


უსაფრთხოება ინტერნეტში და არა მარტო. ბაზისური უსაფრთხოება.

ბევრი ადამიანი უშვებს მარტივ შეცდომებს ინტერნეტ სივრცეში, რითაც საფრთხეს უქმის საკუთარ პირად მონაცემებს.
ჩვენ გთავაზობთ აუცილებელ და ბაზისურ რჩევებს თქვენი უსაფრთხოებისთვის,რომლებიც დაგიცავენ მარტივი,ყველაზე გავრცელებული კიბერდანაშაულებებისგან.
1️⃣.არ გამოიყენოთ ოპერაციული სისტემის ადმინისტრაციული ანგარიში ყოველდღიურად კომპიუტერთან მუშაობისთვის, ამისათვის შექმენით ჩვეულებრივი ანგარიში. ასევე სასურველია ცალკე ანგარიშის ქონა საბანკო პროდუქტებით სარგებლობისთვის. ადმინისტრაციული ანგარიშისთვის რთული პაროლი აუცილებელია.
2️⃣. არ გამოიყენოთ მარტივი პაროლები.
3️⃣. ისარგებლეთ 2-ეტაპიანი ავტორიზაციებით.(სმს-ით ავტორიზაცია,და ა.შ)
4️⃣. გამოიყენეთ ბაზისური ანტივირუსი(სანდო ბრენდების უფასო ანტივირუსები).
5️⃣. არ გადახვიდეთ გაურკვეველ ბმულებზე და არ შეხვიდეთ არასანდო ვებსაიტებზე.
6️⃣. არ გახსნათ საეჭვო წარმომავლობის ელ.ფოსტა, განსაკუთრებით თუ აქვს მიმაგრებული ფაილი.
7️⃣. არ დააინსტალიროთ საეჭვო წარმომავლობის პროგრამები, ასეთი პროგრამების ინსტალაციის დროს იღებთ გაფრთხილებას ოპერაციული სისტემის მხრიდან : "პროგრამის წარმომავლობა არის გაურკვეველი".
8️⃣. არ “გააქტიუროთ” ვინდოუსი გაურკვეველი წარმომავლობის პროგრამებით.
9️⃣. არ გამოიყენოთ იგივე პაროლი სხვადასხვა ვებსაიტებზე,სისტემებზე და პროგრამებზე.
🔟. თქვენი კაპიტალის ნაწილი განათავსეთ ანგარიშებზე რომლებიც მიუწვდომელია დისტანციური არხების მეშვეობით,ანუ, თქვენი, ფიზიკურად ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, აღნიშნული ანგარიშიდან არ უნდა იყოს შესაძლებელი არანაირი ფორმით თანხის გატანა ან გადარიცხვა, მათ შორის თქვენსავე შიდა ანგარიშებზე.
1️⃣1️⃣. არშეინახოთ სხვის კომპიუტერებში პაროლები.( ნებისმიერი პაროლის შეყვენისას, ყველა ბროუზერი ავტომატურად გეკითხებათ , შეინახოს პაროლი თუ არა.)
ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მათ გამოყენებაზე თქვენს ბიზნეს საქმიანობაში.
ჩვენ მალე შემოგთავაზებთ სხვადასხვა პროდუქტებს და სერვისებს…
გისურვებთ წარმატებულ დღეს.😎