საიტის დიზაინი,სტილი, ვიზუალი.


საიტის დიზაინი,სტილი, ვიზუალი.

საიტის ვიზუალური ნაწილი მნიშვნელოვნად განხაზღვრავს საიტის მომხმარებლების განწყობას და დამოკიდებულებას საიტის მიმართ. უგემოვნო,გადატვირთული,შეუსაბამო ფერები,დარღვეული დიზაინის პრინციპები საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს საიტის ვიზიტორებზე.
საიტის დამზადების დროს ზუსტად უნდა ვიცოდეთ რისთვის იქმნება საიტი. სად უნდა იყოს საიტის ვიზიტორების ყურადღება მიპყრობილი. სტილი უნდა ემსახურებოდეს საიტის რეალური ფუნქციის წარმატებით განხორციელებას და არა მომხრარებლის დაბნევას, ყურადღების გაფანტვას.
საიტის ვიზუალი შედგება მრავალი ელემენტისგან:ლოგო,ფერები,ცალკეული კომპონენტების დიზაინი და სხვა. თითოეული ელემენტის დამზადება,შერჩევა მოითხოვს დროს. იმის მიხედვით,თუ რა მნიშვნელობისაა საიტი და რამდენია ბიუჯეტი, რომელიც იხარჯება საიტის ვიზუალური ნაწილისთვის, უნდა განვსაზღვროთ რა არის პრიორიტეტული.
შეზღუდული ფინანსები, სამწუხაროდ, არ იძლევა საიტის ყველა ელემენტის ხარისხიანად დამზადების შესაძლებლობას. ამიტომ პრიორიტეტულია საიტის ძირითადი ფუნქციის გათვალისწინებით დიზაინის დამზადება.
რეკომენდაცია: საიტის დიზაინი უნდა ემსახურებოდეს საიტის ფუნქციების წარმოჩენას, წინ წამოწევას და არა მათ დაჩრდილვას.