საიტებზე თქვენი ინფორმციის უსაფრთხოება.


საიტებზე თქვენი ინფორმციის უსაფრთხოება.

ხშირად საიტის მომხმარებლებს უწევთ საიტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება. მომხმარებლის ინფორმაციის უსაფრთხო შენახვა-დამუშავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საიტის მფლობელს.
ინფორმაცია რომელიც ჩვენს მიერ განთავსდება საიტზე წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას და საიტის მფლობელს მისი გამოყენება-დამუშავება შეუძლია მხოლოდ ჩვენი ნებართვის საფუძველზე,რაზეც ხშირად გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ვეთანხმებით საიტზე რეგისტრაციის დროს "გავეცანი და ვეთანხმები საიტის წესებს"- ის მონიშვნისას.
არასანდო საიტებზე არ არის რეკომენდირებული რეგისტრაციის გავლაც კი. ასეთ დროს ძირითად საფრთხეს წარმოადგენს:
პაროლის მოპარვა საიტის მიერ. იმ პაროლის რომელსაც ხშირად სხვა სისტემებში და საიტებზე შესასვლელადაც იყენებთ.
მეილის საშუალებით თქვენი კომპიუტერის ინფიცირება ვირუსით. "დაადასტურეთ ელ.ფოსტა" არასანდო საიტისგან შეიძლება იყოს ვირუსის წყარო.
საბანკო ბარათების მოპარვა საიტის მიერ. არავითარ შემთხვევაში არ ანდოთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები არასანდო საიტებს.
ყველაზე მარტივ, თუმცა ნაკლებად სანდო გზას იმის გასარკვევად თუ რამდენად სანდოა საიტი, წარმოადგენს მისი სრული სახელის ჩაწერა საძიებო სისტემებში,თუ ვერაფერი მოიძებნა: საიტი ან ახალია ან საძიებო სისტემა ბლოკავს,რადგან არ აკმაყოფილებს გარკვეულ კრიტერიუმებს. თუმცა სამწუხაროდ ბევრი არასანდო საიტი ჯერ კიდევ არ არის დაბლოკილი საძიებო სისტემების მიერ.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ ხშირად სანდო და ცნობილი საიტებიც დაუჯარიმებიათ მომხმარებლების ინფორმაციის არასათანადო შენახვა-დამუშავებისთვის.