საავტორო უფლებები ინტერნეტში


საავტორო უფლებები ინტერნეტში

საავტორო უფლებები ინტერნეტ სივრცეში. ისევე როგორც რეალურ სამყაროში,ინტერნეტშიც ყველაფერი ვიღაცის საკუთრებაა.🔐
ინტერნეტ სივრცეში განთავსებამდე იქმნება ციფრული პროდუქტები, სურათები, სტატიები, ტექსტები, ლოგოები, დიზაინის ელემენტები და შემდეგ ხდება გარკვეული მიზნით მათი განთავსება ინტერნეტ სივრცეში. ყველა ზემოთხსენებული წარმოადგენს ისეთივე საკუთრებას როგორც ნებისმიერი ფიზიკური ნივთი (მაგ: ავტომობილი, სმარტფონი, ტაბლეტი, ლეპტოპი...) და მათი მფლობელის დაუკითხავად აღება კანონით დასჯადი ქმედებაა.❌
საავტორო უფლებების დარღვევით შექმნილი ნებისმიერი ციფრული პროდუქტი შეიძლება იქნას დაბლოკილი მისი რეალური მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე. ასევე, თქვენ სხვისი საკუთრების ხელყოფისთვის შესაძლოა დაგეკისროთ შესაბამისი სანქციები.🤭
👀რეკომენდაცია: დაიცავით საავტორო უფლებები. ეს თავიდან აგარიდებთ უამრავ პრობლემას მომავალში. ასევე უნდა იზრუნოთ თქვენს მიერ შექმნილი ციფრული პროდუქციის დაცვაზე,რათა არ მოხდეს მისი გამოყენება თქვენი ნებართვის გარეშე.