რისგან შედგება მარტივი ვებსაიტი?


რისგან შედგება მარტივი ვებსაიტი?

პირობითად, მარტივი შეიძლება ვუწოდოთ ვებსაიტს, რომელსაც არ ემსახურება 5 ან მეტი სრულ განაკვეთზე მომუშავე კვალიფიციური პროგრამისტი და რომელიც არ იყენებს მინიმუმ 1 გამოყოფილ სერვერს.
მარტივი ვებსაიტის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტებია:
1️⃣ დომეინი- მისამართი რომლითაც მომხმარებლები სტუმრობენ ვებსაიტს.მაგალითად vebi.ge.
2️⃣ ჰოსტინგი- ინფრასტრუქტურის და სერვისების ერთობლიობა რომელიც ხდის ვებსაიტს ხელმისაწვდომს 24/7-ის განმავლობაში. მარტივად-ადგილი სადაც განთავსებულია ვებსაიტი.
3️⃣ ვებსაიტის საწყისი კოდი- პროგრამა, რომელიც შექმნილია ვებსაიტის დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად და გათვლილია გარკვეული ტიპის ჰოსტინგებზე განსათავსებლად. მარტივი ვებსაიტების უმეტესობის საწყისი კოდი შეიცავს ვებ-დიზაინს და მარტივ ვებ-ფუნქციებს.
4️⃣ვებსაიტის კონტენტი- ინფორმაცია, რომლის გადმოცემაც ევალება ვებსაიტს.
5️⃣ვებ-დეველოპერ(ებ)ი- მათი მოვალეობაა არა მხოლოდ ვებსაიტის დამზადება,არამედ მისი გამრთული ფუნქციონირების უზრუნველყოფა გარკვეული დროის განმავლობაში.
ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მათ გამოყენებაზე თქვენს ბიზნეს საქმიანობაში.
ჩვენ მალე შემოგთავაზებთ სხვადასხვა პროდუქტებს და სერვისებს…
გისურვებთ წარმატებულ დღეს.😎