რა ჯდება მრავალფუნქციური ვებსაიტის ფლობა?


რა ჯდება მრავალფუნქციური ვებსაიტის ფლობა?

რთული, კომპლექსური და დიდი რაოდენობით ვიზიტორებზე გათვლილი ვებსაიტების დამზადებისთვის და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხარჯებია:
1️⃣დომეინი- მისამართი რომლითაც მომხმარებლები სტუმრობენ ვებსაიტს.მაგალითად vebi.ge.
2️⃣ჰოსტინგი- ინფრასტრუქტურის და სერვისების ერთობლიობა რომელიც ხდის ვებსაიტს ხელმისაწვდომს 24/7-ის განმავლობაში. კერძოდ: სერვერები, რომელიც საჭიროებს კვალიფიციურ პერსონალს, ფიზიკურ დაცვას, რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ელ.ენერგიის წყაროს და ინტერნეტ კავშირს, ინფრასტრუქტურის შესაბამის გენერატორებს, ოპერაციულ სისტემებს- პროექტის სირთულიდან ,სერვერული ინფრასტრუქტურიდან,ასევე ვებსაიტის ვიზიტორების მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო გახდეს ერთზე მეტი ტიპის ოპერაციული სისტემის გამოყენება. სერვერული ოპერაციული სისტემების ლიცენზიების დიდი ნაწილი როგორც წესი ფასიანია და მათი გამართული, უსაფრთხო ფუნციონირებისთვის საჭიროა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი.
3️⃣ ვებსაიტის საწყისი კოდი- პროგრამა, რომელიც შექმნილია ვებსაიტის დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად და გათვლილია გარკვეული ტიპის ფუნქციების შესასრულებლად, წინასწარ განსაზღვრული მაქსიმალური რაოდენობის ვებსაიტების ვიზიტორების მომსახურეობისთვის. ასევე შესაძლო რისკების გათვალწინებით, იგეგმება ვებსაიტისა და მისი ვიზიტორების ინფორმაციის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
4️⃣ვებსაიტის კონტენტი- ინფორმაცია, რომლის გადმოცემაც ევალება ვებსაიტს. 5️⃣მომხმარებლების კონტენტი- ინფორმაცია რომელსაც ვებსაიტის ვიზიტორები ანთავსებენ ვებსაიტზე და რომლის კანონმდებლობის შესაბამისად შენახვა-დამუშავებაზე პასუხილმგებელია ვებსაიტის მფლობელი.
6️⃣ვებ-დეველოპერების გუნდი- გუნდის შემადგენლობა და რაოდენობა დამოკიდებულია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფუნქციების სირთულეზე, მოცულობაზე და ხარისხზე.მათი მოვალეობაა არა მხოლოდ ვებსაიტის დამზადება,არამედ მისი გამრთული,უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა 24/7-ის განმავლობაში.
💲ეს ყველაფერ ჯდება, დღევანდელი საბაზრო ფასებიდან გამომდინარე- 2000 - 500 000 ლარი წელიწადში საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე. ( 500 000 ლარი რათქმაუნდა პირობითია და შეიძლება შეიცვალოს...)
ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მათ გამოყენებაზე თქვენს ბიზნეს საქმიანობაში.
ჩვენ მალე შემოგთავაზებთ სხვა პროდუქტებს და სერვისებს სხვადასხვა ფასებით…
გისურვებთ წარმატებულ დღეს.
p.s. რჩევა: გააფორმეთ ხელშეკრულება ვებსაიტის დამზადებამდე, სადაც მკაფიოდ იქნება ასახული მხარეთა უფლება-მოვალეობები.