რა ჯდება მარტივი ვებსაიტის ფლობა?


რა ჯდება მარტივი ვებსაიტის ფლობა?

ვებსაიტების ფასები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის ხარისხზე,ფუნქციებზე და ვიზიტორების რაოდენობაზე. არსებობენ მარტივი ვებსაიტები რომლებიც შექმნის დღიდან არ შეცვლილა. ასეთი ვებსაიტები, უმნიშვნელო განახლებების წყალობით, წარმატებით ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციას: სტატიკური ინფორმაციის მიწოდებას ვებსაიტის ვიზიტორებისთვის. მსგავსი ვებსაიტების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხარჯებია:
1.დომეინი- მისამართი რომლითაც მომხმარებლები სტუმრობენ ვებსაიტს.მაგალითად vebi.ge.
2.ჰოსტინგი- ინფრასტრუქტურის და სერვისების ერთობლიობა, რომელიც ხდის ვებსაიტს ხელმისაწვდომს 24/7-ის განმავლობაში. მარტივად - ადგილი, სადაც განთავსებულია ვებსაიტი.
3.ვებსაიტის საწყისი კოდი- პროგრამა, რომელიც შექმნილია ვებსაიტის დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად და გათვლილია გარკვეული ტიპის ჰოსტინგებზე განსათავსებლად. მარტივი ვებსაიტების უმეტესობის საწყისი კოდი შეიცავს ვებ-დიზაინს და მარტივ ვებ-ფუნქციებს.
4.ვებსაიტის კონტენტი- ინფორმაცია, რომლის გადმოცემაც ევალება ვებსაიტს.
5.ვებ-დეველოპერი- მისი მოვალეობაა არა მხოლოდ ვებსაიტის დამზადება, არამედ მისი გამრთული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, გარკვეული დროის განმავლობაში.
ეს ყველაფერ ჯდება, დღევანდელი საბაზრო ფასებიდან გამომდინარე- 150- 700 ლარი წელიწადში.
ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მათ გამოყენებაზე თქვენს ბიზნეს საქმიანობაში.
ჩვენ მალე შემოგთავაზებთ სხვა პროდუქტებს და სერვისებს სხვადასხვა ფასებით…
გისურვებთ წარმატებულ დღეს.
p.s. რჩევა: გააფორმეთ ხელშეკრულება ვებსაიტის დამზადებამდე, სადაც მკაფიოდ იქნება ასახული მხარეთა უფლება-მოვალეობები.