რა განსაზღვრავს საიტის დამზადების ფასს?


რა განსაზღვრავს საიტის დამზადების ფასს?

საიტის დამზადებამდე აუცილებელია ვიცოდეთ რომ, ზოგადად, არსებული საიტების ფასები მერყეობს 100 ლარიდან 800 მილიარდ დოლარამდე. მაგალითისთვის ყველაზე ცნობილი და დიდი საიტების საბაზრო ღირებულება 100 მილიარდზე მეტია. თუმცა ამავე დრო არსებობს 100 ლარიანი საიტებიც.
ასევე მერყეობს საიტის ყოველთვიური ხარჯიც. მარტივი,100 ლარიანი საიტის ძირითადი, ყოველთვიური ხარჯი ჰოსტინგის და დომენის გადასახადია. რაც შეეხება დიდ საიტებს მათ ემსახურება რამდენიმე ათასი პროგრამისტი ყოველთვიურად, აქვთ საკმაოდ დიდი მოცულობის სერვერები(კომპიუტერები რომლებზეც განთავსებულია საიტი) და სხვა უამრავი ხარჯი, რომელიც ამ ზომის კომპანიებს ჭირდება.
რა განსაზღვრავს საიტის ფასს?
  1. საიტის მოცულობა.
მომხრარებლების რაოდენობა, რომლებიც საიტს სტუმრობენ. რაც მეტია მომხრარებელი უფრო ძვირი ჯდება საიტის დამზადება და მიმდინარე ყოველთვიური ხარჯიც მეტია.
2. საიტის სირთულე.
რაც მეტი ფუნქცია და ზომა აქვს საიტის, მით უფრო ძვირია ასეთი საიტის დამზადება და ყოველთვიური ხარჯები.
3. საიტის უსაფრთხოება.
დაცული საიტების დამზადება და მუდმივი მომსახურება მოითხოვს დიდ ფინანსებს,გამომდინარე რისკებიდან.
4. საიტის საიმედოობა.
ისევე როგორც ყველაფერს, საიტსაც ესაჭიროება მომსახურეობები, რა დროსაც საიტი შესაძლოა სრულად ან ნაწილობრივ არ იყოს ხელმისაწვდომი საიტის მომხმარებლებისთვის. რაც მცირეა ასეთი დრო მით მეტია საიტის საიმედოობა და შესაბამისად აღნიშნული მომსახურეობისთვის გაწეული ხარჯიც.
5. ინფორმაციის მოცულობა რომელიც განთავსებულია საიტზე.
რაც დიდია საიტზე განთავსებული ინფორმაციის მოცულობა მით უფრო ძვირი ჯდება საიტი.
6. საიტის ტიპი.
მაგალითად, მარტივი საინფორმაციო საიტი და ინტერნეტ მაღაზია სხვადასხვა ბიუჯეტს მოითხოვს. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორები, მაგ: საიტის მოცულობა, საიტის ვიზიტორების რაოდენობა ,უსაფრთხოება და სხვა. ანუ მიუხედავად მარტივი ტიპის საიტისა ის მაინც შეიძლება უფრო ძვირი დაჯდეს ვიდრე ბევრად რთული საიტი.
7. საიტის პოზიცია საძიებო სისტემებში.
მოწინავე პოზიციების დაკავება საძიებო სისტემებში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, განხაკუთრების პოპულარულ და მოთხოვნად სფეროებში.
არსებობს საიტის მოწინავე პოზიციაზე გაყვანის ორი გზა:
1. რეკლამის ყიდვა საძიებო სისტემებისგან. ძვირი მაგრამ სწრაფი გზა.
2. საიტის SEO ოპტიმიზაცია, რომელიც მოითხოვს დროს და ფინანსებს. SEO-ს ფასი ასევე დამოკიდებულია კონკურენციაზე და იმაზეც თუ რა რესურსს ხარჯავენ თქვენი კონკურენტები.
ვინაიდან საიტების ფასები ასე მერყეობს,საიტის დამზადებისას აუცილებელია მივიღოთ ჩვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული საიტი,რათა არ გადავიხადოთ მეტი.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარკვეულ საიტს ვერ დაამზადებთ და მართავთ მცირე ბიუჯეტით, ასეთ შემთხვევებში უნდა იცოდეთ კონკრეტულად რას იღებთ იმ თანხის სანაცვლოდ რასაც იხდით და ასევე უნდა იცოდეთ რამდენი იქნება ყოველთვიური გადასახადი საიტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.