რა არის ნოლიდან შექმნილი საიტი?


რა არის ნოლიდან შექმნილი საიტი?

თუ საიტის დამზადების ან შემდგომი განვითარების ეტაპზე, საიტი მოითხოვს ისეთი ფუნქციის ან ფუნქციების ერთობლიობის დამატებას რომელსაც ვერ უზრუნველყოფენ უკვე არსებული მზა ძრავები(მაგ.ვორდპრესი) ან ფრეიმვორკები, საჭიროა საიტის დამზადება ნოლიდან.
ნოლიდან საშუალი და რთული საიტის დამზადება მოითხოვს მაღალი კვალიფიკაციის პროგრამისტებს. ამ დროს საიტის ყველა კომპონენტი პროგრამდება თავიდან.
საიტის ნოლიდან შექმნის დროს აუცილებელია იმ ყველა დეტალის პროგრამირება რომელიც საიტს რაიმე ფორმით ჭირდება. შესაძლებელია გარკვეული არსებული კომპონენტების გამოყენება. თუმცა თუ საიტის ნოლიდან დაწერის მიზეზებს შორის მაქსიმალური უსაფრთხოების უძრუნველყოფა შედის, რაიმე ფორმით უკვე არსებული პროგრამული კოდების გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ნოლიდან დაწერილი საიტების დამზადება და შემდგომი ფუნქციონირება მოითხოვს დიდ დროს და ფინანსებს. ასევე რთულდება საიტის შემდგომი მომსახურეობა.
რეკომენდაცია: სანამ საიტის ნოლიდან სამზადებას დაიწყებთ უნდა შეაფასოთ საიტის ამჟამინდელი და სამომავლო განვითარების სტრატეგია. თუ უკვე არსებული ფრეიმვორკები ან მზა ძრავები სრულად აკმაყოფილებენ თქვენ მოთხოვნებს, ნოლიდან საიტის შექმნა მხოლოდ ხარჯებს გაგიზრდით.