რა არის კრიპტოვირუსი?


რა არის კრიპტოვირუსი?

კრიპტოვირუსისგან პირადი და ბიზნეს ინფორმაციის დაცვა.
1️⃣ რა არის კრიპტოვირუსი?
ე.წ. კრიპტოვირუსი წარმოადგენს ვირუსების ახალ სახეობას, რომლებიც ფაილების დაშიფვრის(ძირითადად ასიმეტრიული კრიპტოგრაფიის) გზით ინფორმაციას ხდიან ხელმიუწვდომელს. გასაღების სანაცვლოდ კი ითხოვენ გარკვეულ ანაზღაურებას.
2️⃣როგორ დავიცვათ პერსონალური კომპიუტერები და ბიზნეს ინფრასტრუქტურა კრიპტოვირუსებისგან?
ხშირად გააკეთეთ ასლი( backup) იმ ინფორმაციის,სისტემების, რომლებიც რაიმე ფორმით მნიშვნელოვანია თქვენთვის ან თქვენი ბიზნესისთვის.
ასლის შემნახველი წყარო არ უნდა იყოს მუდმიდად სისტემაზე მიერთებული. მხოლოდ ასლის გაკეთების მომენტში უნდა იყოს დაკავშირებული კომპიუტერულ სიტემებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ასლის დაინფიცირებაც(დაშიფვრა). ამ პრობლემისგან თავდასაცავად აუცილებელია რამოდენიმე ასლის გაკეთება,რომლებიც იქნებიან განთავსებულები სხვადასხვა ინფორმაციის შემნახველ წყაროებზე. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ასლების უსაფრთხოება,არ უნდა იყოს "ყველასთვის" ხალმისაწვდომ ადგილზე, სასურველია ასეთის ასლები იყოს ჩვენს მიერ დაშიფრული და გასაღებები ქონდეს მხოლოდ პასუხისმგებელ პირებს.
აღსანიშნავია ასევე რომ აღნიშნული ტიპის ასლების გაკეთება ისედაც სავალდებულოა მინიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არ არის აუცილებელი კრიპტოვირუსი, ინფორმაციის შემნახველი წყარო მრავალი მიზეზის გამო შეიძლება გახდეს ხელმიუწვდომელი,მაგ. დაზიანდეს.
3️⃣ თუ უკვე დაინფიცირდით კრიპტოვირუსით.
თუ ასლი გაქვთ მარტივად აღადგენთ სისტემას.
თუ ასლი არ გაქვთ, უნდა მოხდეს ზუსტი ვირუსის განსაზღვრა. არის მცირე შანსი რომ არსებობდეს კონკრეტული კრიპტოვირუსის გასაღებები ან ვირუსი შეიცავდეს ხარვეზს, რომლის გამოყენებითაც შეიძლება ფაილების განშიფვრა.
სხვა შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოთ: თანხა, რომელსაც ითხოვენ "მძევლად აყვანილი ფაილების გასათავისუფლებელი" გასაღების სანაცვლოდ,რამდენად შეესაბამება ინფორმაციის ღირებულებას, რომელიც "დაკარგეთ".სამწუხაროდ თანხის გადახდა არ გაძლევთ არანაირ გარანტიას რომ გასაღებს მიიღებთ.
4️⃣ რეკომენდაცია: ასლების სისტემის შექმნა დაგიცავთ ვირუსების და სხვა სისტემური პრობლემებისგან გამოწვეული ინფორმაციის დაკარგვისაგან.