რა არის ვორდპრესი?


რა არის ვორდპრესი?

ვორდპრესი არის ყველაზე ცნობილი და გავრცელებული საიტების შესაქმნელი და საიტებზე განთავსებული ინფორმაციის სამართავი სისტემა.(CMS) ვორდპრესი საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით დავამზადოთ საიტი.
ვორდპრესის პლიუსები:
1. არის იაფი ან მარტივი და საშუალო სირთულის საიტების დამზადება.
2. აქვს გარკვეული ფუნქციების მარტივად დამატების საშუალება.
3. არის ადვილად სამართავი და მასზე ინფორმაციის განთავსება-ცვლილება არის მარტივი.
4. შეიძლება თითქმის ნებისმიერი ტიპის საიტის დამზადება.
5. ადვილია პროგრამისტების პოვნა რომლებიც შეძლებენ ვორდპრესის საიტის პრობლემის მოგვარებას.
ვორდპრესის მინუსები:
1. არ იძლევა დიდი ზომის პროექტების განხორციელების საშუალებას სწრაფად,იაფად და უსაფრთხოდ.
2. აქვს გარკვეული ფუნქციები რომლებიც ფასიანია და მათ შესაძენად საშუალოდ მოგიწევთ 50$დან - 1000$მდე გადახდა. თითოეული ფუნქციის,დიზაინის ცვლილება, რომელიც არ შედის ვორდპრესის უფასო ვერსიაში საკმაოდ აძვირებს ვორდპრესის ფასს.
3. რთულია უსაფრთხოების საშუალო და მაღალი დონის უზრუნველყოფა.
4. საიტის ზომაში ზრდის და მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად რთულდება ვორდპრესის გამართული ფუნქციონირების იაფად უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
რეკომენდაცია: საიტის დამზადებამდე უნდა შეფასდეს რამდენად მართებულია ვორდპრესის გამოყენება კონკრეტული საიტის დასამზადებლად. ასევე უნდა გავითვალისწინოთ საიტის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია და რამდენად შეძლებს ვორდპრესის აღნიშნულის უზრუნველყოფას.