თაღლითები ინტერნეტში.ფიშინგი.


თაღლითები ინტერნეტში (ფიშინგი).

ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში არსებობენ თაღლითები ინტერნეტშიც.
ინტერნეტ ფიშინგი(phishing) წარმოიშვა (fishing) თევზაობისგან,რადგან როგორც თევზაობის დროს, აქაც ხდება მარტივი სატყუარის გამოყენება მსხვერპლის - "თევზის" ყურადღების მისაპყრობად. ასე რომ ერიდეთ უფასო,არარეალურად კარგ შემოთავაზებებს არასანდო და უცხო პიროვნებების თუ კომპანიებისგან.
არსებობს თაღლითობის უამრავი სახეობა, იმის მიხედვით, თუ რა არის თაღლითის მიზანი და რა საშუალებები აქვს მას განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.
თაღლითების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ ადამიანები რომლებიც დაუდევრად ეპყრობიან საკუთარ პერსონალურ მონაცემებს,იყენებენ ყველგან იგივე პაროლს,გადადიან გაურკვეველ გვერდებზე,ხსნიან არასანდო ელ.ფოსტას,იყენებენ "უფასო WIFI-ს", არ იყენებენ ლიცენზირებულ პროგრამებს,კომპიუტერულ ტექნიკას ტოვებენ უმეთვალყურეოდ, არ აახლებენ პროგრამებს და სხვა.
თუ როგორ დაიცვათ თავი ინტერნეტში იხილეთ: ბაზისური უსაფრთხოება და გაძლიერებული უსაფრთხოება.