ანდროიდის უსაფრთხოება.


ანდროიდის უსაფრთხოება.

ანდროიდი ითვლება საკმაოდ უსაფრთხო და საიმედო სისტემად,თუმცა მისი არასწორი გამოყენება მაინც შეიცავს გარკვეულ რისკებს.
ყველაზე დიდ რისკებს ანდროიდის სისტემებისთვის წარმოადგენენ აპლიკაციები რომლებსაც მომხმარებლები თავად აინსტალირებენ.
ზოგიერთი აპლიკაცია ითხოვს იმაზე ბევრად მეტ ნებართვას თქვენი სისტემისგან, ვიდრე მას რეალურად ჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
აპლიკაციების ნაწილი არაეკონომიურად მოიხმარს თქვენი სისტემის რესურსებს,რაც შეიძლება გამოიხატოს ელემენტის მალე განმუხტვით ან თქვენი სისტემის შენელებით.
აპლიკაციების ნაწილი მაშინაც კი მოიხმარენ თქვენი სმარტფონის რესურსებს როცა მათ არ ვიყენებთ. ანუ ბევრი აპლიკაციის დაყენება სუსტ სმარტფონში არ არის რეკომენდირებული.
აპლიკაციებს აქვთ წვდომა თქვენ მონაცემებზე და ფაილებზე,იმ დოზით რა დოზითაც თქვენ აძლევთ მას წვდომას თქვენ სისტემაზე აპლიკაციის ინსტალაციის დროს.
რეკომენდაცია: არ დააინსტალიროთ არასანდო აპლიკაციები. წაშალეთ აპლიკაციები რომლებსაც არ იყენებთ. დააკვირდით რაზე ითხოვს წვდომას აპლიკაცია ინსტალაციის დროს და ანდობთ თუ არა მას ამ ინფორმაციას.